ჯასტინ ბიბერს სახის ნახევარი პარალიზებული აქვს

მუსიკოსი ჯასტინ ბიბერი აცხადებს, რომ სახის ნახევარი „რამსეი-ჰანტის“ სინდრომის გამო პარალიზებული აქვს. ავადმყოფობის გამო მომღერალმა დაგეგმილი კონცერტები გადადო. ბიბერმა, მომხდარის შესახებ Instagram-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მომღერალი მარჯვენა თვალს ვერ ხუჭავს.

„როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ სერიოზულია“, - განაცხადა ბიბერმა და დაამატა, რომ გამოჯანმრთელბის მიზნით, სახის სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს.

ცნობისათვის, რამსეიჰანტის სინდრომი (ჰერპეს ზოსტერის გამოვლინება ყურზე) ვითარდება, როცა ჰერპეს ზოსტერის ინფექცია ეხება სახის ნერვს, ყურთან ახლოს. მტკივნეული გამონაყარის გარდა, რამსეიჰანტის სინდრომის დროს ვითარდება სახის დამბლა და სმენის დაკარგვა დაზიანებულ ყურში. რამსეიჰანტის სინდრომი გამოწვეულია იმავე ვირუსით, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას.