თეგი: რამშტაინის შეხვედრა
სტოლტენბერგი: ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას წინსვლის საშუალებას მისცემს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდა, უკრაინისთვის იარაღის ახალი პაკეტის მიწოდების საკითხს მნიშვნელოვანს უწოდებს. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს გენერალური მდივნის სიტყვებს Spiegel-ი ციტირებს. „ის, რომ უკრაინა მიიღებს ასობით ახალ ჯავშანტექნიკას, ქვეითების საბრძოლო მანქანებს, ასევე ტანკებს, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ მისცემს საშუალებას უკრაინელებს დაიცვან თავი რუსეთის ახალი თავდასხმებისგან, არამედ განახორციელონ საკუთარი შეტევები ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - დასძინა სტოლტენბერგმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან კითხვაზე, ზიანს აყენებს თუ არა გერმანია ევროპის ერთიანობას იმით, რომ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას ჯერ არ ეთანხმება, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე „კონსულტაციები გაგრძელდება“. მან გაიხსენა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე მხარდაჭერის ფორმები მუდმივად იცვლებოდა. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მოკავშირე, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს უკრაინას. „არტილერია, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ახლა Marder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი. გერმანია მართლაც ლიდერია უკრაინის მხარდაჭერით ბევრი მიმართულებით”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროდ ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა დაახლოებით 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. „დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.