NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდა, უკრაინისთვის იარაღის ახალი პაკეტის მიწოდების საკითხს მნიშვნელოვანს უწოდებს.
გენერალური მდივნის სიტყვებს Spiegel-ი ციტირებს.
„ის, რომ უკრაინა მიიღებს ასობით ახალ ჯავშანტექნიკას, ქვეითების საბრძოლო მანქანებს, ასევე ტანკებს, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
„ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ მისცემს საშუალებას უკრაინელებს დაიცვან თავი რუსეთის ახალი თავდასხმებისგან, არამედ განახორციელონ საკუთარი შეტევები ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - დასძინა სტოლტენბერგმა.
კითხვაზე, ზიანს აყენებს თუ არა გერმანია ევროპის ერთიანობას იმით, რომ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას ჯერ არ ეთანხმება, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე „კონსულტაციები გაგრძელდება“.
მან გაიხსენა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე მხარდაჭერის ფორმები მუდმივად იცვლებოდა.
გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მოკავშირე, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს უკრაინას.
„არტილერია, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ახლა Marder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი. გერმანია მართლაც ლიდერია უკრაინის მხარდაჭერით ბევრი მიმართულებით”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა