თეგი: რეჟისორი
ხელოვნების სასახლეში, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური ბიუსტი გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი ავტორი მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილია. თეა წულუკიანიდ განცხადებით, გიგა ლორთქიფანიძე იყო ადამიანი, რომელიც ქართულ კულტურას ქმნიდა. „გიგა ლორთქიფანიძეს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა. ძალიან გვეამაყება, რომ შევძელით მის მეუღლესთან, ოჯახთან თანამშრომლობით და ხელოვნების სასახლის ხელშეწყობით, ამ ხეივანში, სადაც სხვა ჩვენი დიდი ღვაწლმოსილი ქართველი ადამიანების ბიუსტებია, განგვეთავსებინა გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი. მომავალმა თაობებმა, ის, ვინც ამ მუზეუმში მოდის დასათვალიერებლად, უნდა იცოდეს, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ქმნიდა ქართულ კულტურას და დღესაც არის ნიშნული ქართულ კულტურაში, მათ შორის თეატრსა და კინოში. როგორც ის ანიჭებდა ახალგაზრდების როლს დიდ მნიშვნელობას, ჩვენც დიდი ადგილი უნდა დავუთმოთ. მადლობა მინდა, გადავუხადო მოქანდაკის, თენგიზ ღვინიაშვილის ოჯახს, რომელმაც საშუალება მისცა გიგა ლორთქიფანიძის ოჯახს და ჩვენ, რომ ეს ბიუსტი ამ ხეივანში განგვეთავსებინა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი რეჟისორი 1927 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. ლორთქიფანიძე 100-ზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის, მათ შორის "დათა თუთაშხიას" ავტორია. ამასთან, 1996 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი თეირანის ციხიდან გათავისუფლდა
ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი თეირანის ციხიდან გათავისუფლდა. რეჟისორის ადვოკატი აცხადებს, რომ პანაჰი ჯერ კიდევ გასული წლის 18 ოქტომბერს უნდა გათავისუფლებულიყო, როდესაც სასამართლომ მისი განაჩენი გააუქმა. გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე 62 წლის პანაჰიმ შიმშილობა გამოაცხადა, რითაც პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტა. ცნობისთვის, 2022 წლის ოქტომბერში ირანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 6-წლიანი საპატიმრო სასჯელი, რომელიც რეჟისორს „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის“ საქმეზე მიუსაჯეს. ამასთან, ჯაფარ პანაჰი კანის, ვენეციის, ბერლინისა და ლოკარნოს კინოფესტივალების ლაურეატია.
რეჟისორი და მსახიობი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა
გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. ამის შესახებ ინფორმაციას თუმანიშვილის თეატრი ავრცელებს. „თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ზაზა მიქაშავიძე დაიბადა 1954 წლის 8 სექტემბერს. გადაღებულია ფილმებში: „კარიერი“, „სახლი ლესნაიაზე“, „მარადისობის კანონი“, „ტერანგი“, „ახალი არკადია“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“, „ქველი (კეთილისმყოფელი)“, „ტურანდოტი“, „მარტოხელა მონადირე“, დათა თუთაშხია“, „ვალსი პეჩორაზე“, „ვირთხა“, „დათქმულ დღეს“, „ანას დაბადების დღე“. დაარსების დღიდან მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. აღადგინა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი „ჩვენი პატარა ქალაქი“ და თამაშობდა მთავარ როლს.