ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი თეირანის ციხიდან გათავისუფლდა

ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანაჰი თეირანის ციხიდან გათავისუფლდა

რეჟისორის ადვოკატი აცხადებს, რომ პანაჰი ჯერ კიდევ გასული წლის 18 ოქტომბერს უნდა გათავისუფლებულიყო, როდესაც სასამართლომ მისი განაჩენი გააუქმა.

გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე 62 წლის პანაჰიმ შიმშილობა გამოაცხადა, რითაც პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტა.

ცნობისთვის, 2022 წლის ოქტომბერში ირანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 6-წლიანი საპატიმრო სასჯელი, რომელიც რეჟისორს „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის“ საქმეზე მიუსაჯეს.

ამასთან, ჯაფარ პანაჰი კანის, ვენეციის, ბერლინისა და ლოკარნოს კინოფესტივალების ლაურეატია.