თეგი: რეჯეფ თაიფ-ერდოღანი

ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო.  შესაბამისი ცერემონია პარლამენტში გაიმართა.  სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მოგვიანებით, საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელსაც 81 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები, მათ შორის 50 სახელმწიფოს მეთაური, 13 პრემიერ-მინისტრი, ასევე, პარლამენტის და მინისტრების დონეზე წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის NATO-ს  წარმომადგენლები დაესწრებიან. თურქეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.  თურქეთის პრეზიდენტი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას შაბათს გამოაცხადებს. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ერდოღანმა არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ხმების 52,18%-ით, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 47,82% მიიღო.  

ერდოღანი: კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობაში საიმედო ალტერნატიული მარშრუტების შემუშავება

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები და საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვები პირდაპირ გავლენას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებსა და საერთაშორისო ვაჭრობაზე. „მიმდინარე კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისთვის საიმედო ალტერნატიული მარშრუტების შემუშავება. თურქეთი აზიასა და ევროპას შორის თავის სტრატეგიულ პოზიციას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს,“ - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს.  ანკარას სურს, თურქეთის რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინვესტიციებში კორეული კომპანიები უფრო აქტიურად ჩაერთონ. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მზადაა, საჭირო მხარდაჭერა გაუწიოს კორეულ კომპანიებს, რომლებიც თურქეთში ინვესტიციების განხორციელებას, საწარმოო ობიექტების შექმნას და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას ცდილობენ. „კერძოდ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და „ჭკვიან“ სატრანსპორტო სისტემებში ერთობლივი ინვესტიციების უზრუნველყოფა შეგვიძლია,“ - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.