თეგი: რიჩარდ ნევიუ
რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნევიუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელნებს შეხვდა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასთან მისი შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის. მედიასთან ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. „ყველაფერზე ვისაუბრეთ, მათ შორის, კონკრეტულ საკითხებზეც, სტრატეგიულ თემებზეც, ინსტიტუციურ გადაწყვეტებზეც და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ ჯერ შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას და შემდეგ აქვს შეხვედრა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ჩვენი აზრი და საზოგადოების აზრი," - განაცხად შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანმა. მიმაჩნია, რომ კორუფცია არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი საქართველოსთვის, განსაკუთრებით ელიტური კორუფცია, განსაკუთრებით, როდესაც კორუფციის გამოვლინებებში ჩვენი მაინც და მაინც არაკეთილმოსურნე მეზობელი სახელმწიფოს კომპანიები მონაწილეობენ, - ამის შესახებ ორგანიზაცია თავის მხრივ, „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანს ის შემთხვევები გააცნეს, რომელიც „სამოქალაქო იდეის“ მიერ არის გამოვლენილი. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს ახალი კომპონენტი შემოდის საქართველოში ჩინური კომპანიების სახით და "ამის დემონსტრირებისთვის კომპანია „სინოჰიდროს“ "ქეისიც" კმარა". „დღეს ახალი კომპონენტი შემოდის საქართველოში ჩინური კომპანიების სახით, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოში კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს აღარ არის უბრალოდ აღებ-მიცემობის თემა. საკითხები, რომლებზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი, ძირითადად ეხება სტრატეგიულ კორუფციას, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე და როდესაც კორუფცია ხდება ეროვნული უსაფრთხოების თემა. ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული გვყავდეს ჩვენი პარტნიორები, იმიტომ, რომ ქართულ სახელმწიფოს სერიოზული დახმარება სჭირდება - 2024 წელია, საარჩევნო კამპანია დაიწყება მალე, ხელისუფლება დაიწყებს პარტიული ინტერესებისთვის უზარმაზარი ფულის ხარჯვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საარჩევნო ამოცანებისთვის და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ყოველდღიური და ყოველწუთიერი მონიტორინგი იმისთვის, რომ უმძიმესი შედეგები არ დადგეს, რომელიც რთულად დაეტყობა ამ ქვეყანას შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის მაგალითებია საჭირო იმისთვის, რომ დამაჯერებელი იყო შენი შეფასებები, შესაბამისად, მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა მთავრობამ „სინოჰიდროს“ საქმით და შეგვიძლია ეს მოვყვეთ და უცებ დავასრულოთ ლაპარაკი, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი ჩანს, როგორ ცუდად შეიძლება, წავიდეს საქმე, როდესაც ერთ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებ დასაწყისში. ამიტომ, დაწყებული ბატონი ღარიბაშვილის შვილის ამერიკაში გამგზავრებით და გაგრძელებული სტრატეგიული კორუფციის საქმეებით, რომელიც ჩინურ კომპანიებს შეეხება, ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრეთ ამ შეხვედრაზე,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ხიდაშელის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზე საუბარიც ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორთან შეხვედრაზე იყო, ანტიკორუფციულ სააგენტოს შეეხებოდა. „ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც რეფორმას მოჰყვა. მთავარი ორი მიმართულება, რომელიც რეალურად სახეზე უნდა ყოფილიყო - სააგენტოს დამოუკიდებლობა და საგამოძიებო უფლებამოსილება, არ არის სახეზე, ამაზე ვენეციის კომისიამაც მიგვითითა და ძალიან ნათელი და ღია ჩანაწერი გაჩნდა მათ შეფასებაში და ბუნებრივია ამაზე იყო საუბარი,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. რიჩარდ ნევიუ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განაგრძობს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა
შეხვედრა რიჩარდ ნეფიუსთან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნევიუს შეხვდა. ბიუროს მიერ გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გლობალურ ინდექსებში კორუფციის დაბალი დონით მოწინავე პოზიციას იკავებს. ასევე, საუბარი შეეხო ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებს. რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას. ბიუროს უფროსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების განვითარება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტულია. რიჩარდ ნევიუს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი რეფორმების ეფექტიანად განხორციელების პროცესში. შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე; აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ბიუროს უფროსის მოდგილე ანა კალანდაძე; ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი გიორგი ბაღდავაძე; აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის კოორდინატორი თამარ ნასარიძე,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს
კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპერტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნევიუს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. მან, აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს. „რიჩარდ ნევიუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატია მაქსიმალურად კარგად ფუნქციონირებდეს. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებებით. რიჩარდ ნევიუმ გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს
ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში გაემგზავრება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს. ამასთან, შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს განსაზღვრავს. სომხეთში ამერიკელი კოორდინატორი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში. საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ამერიკის საელჩო: კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია
ამერიკის საელჩოს განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამერიკის საელჩო რიჩარდ ნევიუს ვიზიტს აფასებს და მას პროდუქტიულს უწოდებს. „გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს რიჩარდ ნევიუს ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა საქართველოში. ის აფასებს იმ შეხვედრებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა. კორუფციასთან ბრძოლა - განსაკუთრებით, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვიზიტის დროს კოორდინატორმა მოისმინა და განიხილა მიმდინარე ძალისხმევა და გზები, რათა კორუფციის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში აშშ-სა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობა გაღრმავდეს,“ - წერს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში. რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს
აშშ და საქართველო კორუფციის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების გზებს განიხილავენ - საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტზე
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ამერიკის საელჩო რიჩარდ ნევიუს ვიზიტს პროდუქტიულს უწოდებს. „გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს რიჩარდ ნევიუს ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა საქართველოში. ის აფასებს იმ შეხვედრებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა. კორუფციასთან ბრძოლა - განსაკუთრებით, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვიზიტის დროს კოორდინატორმა მოისმინა განიხილა და მიმდინარე ძალისხმევა და გზები, რათა კორუფციის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში აშშ-სა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობა გაღრმავდეს,“ - წერს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში. რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს