ამერიკის საელჩოს განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ამერიკის საელჩო რიჩარდ ნევიუს ვიზიტს აფასებს და მას პროდუქტიულს უწოდებს.
„გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს რიჩარდ ნევიუს ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა საქართველოში. ის აფასებს იმ შეხვედრებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა. კორუფციასთან ბრძოლა - განსაკუთრებით, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- ვიზიტის დროს კოორდინატორმა მოისმინა და განიხილა მიმდინარე ძალისხმევა და გზები, რათა კორუფციის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში აშშ-სა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობა გაღრმავდეს,“ - წერს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს
-
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა
-
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს