თეგი: რუსეთიი
ევროკავშირი მოქალაქეებს სთხოვს, სახლიდან იმუშაონ, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირონ
ევროკავშირი თავის მოქალაქეებს სთხოვს, ნაკლებად ატარონ ავტომობილი, უარი თქვან კონდიციონერზე და იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე, რათა შეამცირონ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიერ შემუშავებული ზომები, ერთ ოჯახს წელიწადში 450 ევროს დაუზოგავს. BBC-ის ცნობით, რუსეთისგან ენერგიის შესყიდვა ხელს უწყობს მის ეკონომიკას მხარდაჭერას და უკრაინაში ომის დაფინანსებას, თუმცა ევროპამ განაცხადა, რომ ვერ პოულობს ალტერნატიულ მარაგს, ამიტომ სთხოვს მოქალაქეებს შეცვალონ ცხოვრების წესი. 9-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით „ჩემი წვლილი“, მოუწოდებს მოქალაქეებს, ნაკლებად გამოიყენონ ავტომობილი, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე. გეგმის თანახმად, ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს: ზამთარში სახლები ნაკლებად გაათბონ, ზაფხულში კი კონდიციონერი გამორთონ უფრო ნელა იმოძრაონ მაგისტრალებზე, მანქანაში გამორთონ კონდიციონერი, რათა ნაკლები საწვავი მოიხმარონ გამოიყენონ მატარებელი თვითმფრინავის ნაცვლად გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი ან ფეხით გადაადგილდნენ ენერგიიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) გამოთვლით, თუ თითოეული მოქალაქე დაიცავდა მის რეკომენდაციებს, მას შეეძლო ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის დაზოგვა, რაც საკმარისია 120 სუპერტანკერის შესავსებად. ეს ასევე დაზოგავს 17 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც საკმარისია 20 მილიონი სახლის გასათბობად. მარტში, ევროკავშირმა გამოაცხადა გეგმა, რომლის თანახმად, ბლოკი 2030 წლისთვის რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
მერის მრჩეველი: მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია
"მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია. ომის დაწყების დღიდან ქალაქში მინიმუმ 22 000 ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა. „რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს. მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია,“ - აღნიშნა პეტრო ანდრიუშჩენკომ CNN-თან საუბარში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასვე წაიკითხეთ: უკრაინელების 82% ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია - გამოკითხვა უკრაინა: რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია