თეგი: რუსეთ-უკრაიის ომი
რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 12 უკრაინელი გათავისუფლდა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 12 ადამიანი დაიბრუნა. რვა სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ერთი დაკარგულად ითვლებოდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა. გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და „გველების კუნძულის“ დამცველები. „კიდევ ერთი სამხედრო ტყვეების გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 12 ჩვენი ადამიანის გათავისუფლება. მათ შორის არის ოთხი საზღვაო ძალების, ორი ეროვნული გვარდიის, მესაზღვრე და ერთი ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენელი. ასევე არის სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედროებს შორის არის ორი ოფიცერი, ასევე შვიდი რიგითი და სერჟანტი“, - განაცხადა ერმაკმა. ამასთან, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა გაიხსენა, რომ მიმდინარე კვირაში რუსული ტყვეობიდან 98 უკრაინელი დაბრუნდა. „ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით“, - აღნიშნა ერმაკმა.
პრემიერი: ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა
„ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს; მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე, რომლის მიმდინარეობისას დასმული შეკითხვა ჩინეთთან ურთიერთობებს შეეხებოდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, იზრდება ვაჭრობა და ეკონომიკა. „ჩინეთთან მიმართებით ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, ჩვენ ვზრდით ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჩინეთი იცით რას აკეთებს, ამ კრიზისის განმავლობაში მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მე მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა,“- განაცხადა პრემიერმა. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში