თეგი: რუსეთ-უკრაინის
აშშ პოლონეთის მთავრობასთან და NATO-ს მოკავშირეებთან კონსულტაციებს მართავს
აშშ, პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას გაეცნობა და შემდეგ გადაწყვეტს, რა იქნება შესაბამისი ნაბიჯები. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აშშ მჭიდრო კონტაქზეა პოლონეთის მთავრობასთან და NATO-ს მოკავშირეებთან. „ჩვენ გავეცანით ინფორმაციას, გვაქვს კონტაქტი პოლონეთის მთავრობასთან და NATO-ელ პარტნიორებთან, რათა მეტი ინფორმაცი მივიღოთ. გარწმუნებთ, გავერკვევით, რა მოხდა და შემდეგ ვისაუბრებთ, როგორი იქნება შესაბამისი, შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც პირველი შეკითხვა სწორედ ამ თემას ეხებოდა. თავის მხრივ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ვერ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.