აშშ, პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას გაეცნობა და შემდეგ გადაწყვეტს, რა იქნება შესაბამისი ნაბიჯები. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აშშ მჭიდრო კონტაქზეა პოლონეთის მთავრობასთან და NATO-ს მოკავშირეებთან.
„ჩვენ გავეცანით ინფორმაციას, გვაქვს კონტაქტი პოლონეთის მთავრობასთან და NATO-ელ პარტნიორებთან, რათა მეტი ინფორმაცი მივიღოთ. გარწმუნებთ, გავერკვევით, რა მოხდა და შემდეგ ვისაუბრებთ, როგორი იქნება შესაბამისი, შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც პირველი შეკითხვა სწორედ ამ თემას ეხებოდა.
თავის მხრივ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ვერ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.