თეგი: რუსული თვითმფრინავი
NATO-ს საჰაერო სივრცის სიახლოვეს, რუსულ თვითმფრინავებს ბრიტანულმა და გერმანულმა მებრძოლებმა დაბრკოლება შეუქმნეს
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში. მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა. „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - აღნიშნავს ბრიტანეთის საჰაერო ძალები. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა. ამავე თემაზე: NATO-ს გამანადგურებლები რუსული IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ
ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს მოიერიშეებმა სამ რუსულ თვითმფრინავს, ბოლო 10 დღეში დაბრკოლება მეორედ შეუქმნეს
სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც ტრანსპონდერის სიგნალების გარეშე დაფრინავდნენ, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ბალტიის ზღვის თავზე შეაფერხეს, განაცხადა ოთხშაბათს გერმანიის საჰაერო ძალებმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ორი Sukhoi Su-27 და ერთი Ilyushin Il-20-ის ტიპის თვითმფრინავის იდენტიფიცირება გერმანულმა და ბრიტანულმა ძალებმა მოახდინეს. რუსული სამხედრო თვითმფრინავები რეგულარულად დაფრინავენ მატერიკზე რუსეთიდან კალინინგრადის მიმართულებით და უკან, რაც ნიშნავს, რომ ასეთი მანევრები რეგიონში საკმაოდ რუტინულია. გერმანიამ ბრიტანეთს ამ თვის დასაწყისში გადასცა NATO-ს საჰაერო პოლიციის მისიაზე პასუხისმგებლობა. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა 17 აპრილსაც დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში. მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა. „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მაშინ ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა. ამავე თემაზე: NATO-ს გამანადგურებლები რუსული IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ
NATO-მ 2023 წელს 300-ზე მეტჯერ შეაკავა რუსული სამხედრო თვითმფრინავი
2023 წელს NATO-ს საჰაერო ძალებმა ევროპის მასშტაბით, 300-ზე მეტჯერ შეაჩერეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მათი უმეტესობა ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდა. NATO მუდმივი საჰაერო-საპოლიციო მისიებს ახორციელებს და როცა რუსული სამხედრო თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდება, NATO-ს მოერიშეები აქტიურდებიან. ალიანსის ცნობით, NATO-ს და რუსეთის თვითმფრინავებს შორის საჰაერო წინააღმდეგობის დიდი უმრავლესობა უსაფრთხო და პროფესიონალური იყო. რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ალიანსის საჰაერო სივრცის დარღვევა იშვიათი და ზოგადად, ხანმოკლე იყო. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე სახიფათო სიტუაცია შექმნა ათწლეულების განმავლობაში,“ - განაცხადა ალიანსის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა დილან უაიტმა: „NATO-ს მოიერიშე თვითმფრინავები მთელი 24 საათის განმავლობაში ასრულებენ მორიგეობას, მზად არიან, გადალახონ ბარიერები ჩვენი მოკავშირეების საჰაერო სივრცის მახლობლად საეჭვო ან გამოუცხადებელი ფრენების შემთხვევაში. საჰაერო პოლიცია არის მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც NATO უზრუნველყოფს ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას.“ უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ, NATO-მ არსებითად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა მის აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავით, სათვალთვალო ფრენებითა და სახმელეთო საჰაერო თავდაცვით. რუსეთის განმეორებითი დარტყმების შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, NATO-ს ტერიტორიასთან ძალიან ახლოს, მოკავშირეებმა რუმინეთში დამატებითი მოიერიშე თვითმფრინავები განათავსეს. ოქტომბერში, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა მილსადენების დაზიანების შემდეგ, ალიანსმა რეგიონში დამატებითი შესაძლებლობები გაგზავნა. წელს ალიანსმა ასევე ჩაატარა თავისი ყველაზე დიდი საჰაერო წვრთნები - „დამცველი 23.“
გერმანულმა ავიაგამანადგურებლებმა NATO-ს საჰაერო საზღვართან, რუსულ მზვერავ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს
გერმანიის საჰაერო ძალების სარდლობამ, ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ რიუგენის მახლობლად, ქალაქ ლააგეს სამხედრო ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაგზავნა. სარდლობამ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსეთის სამხედრო მზვერავი თვითმფრინავი Ил-20М აღმოაჩინა. რიუგენი გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია. გარკვეული დროის განმავლობაში რუსული თვითმფრინავი გერმანული ავიაგამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა, ვიდრე კურსი ისევ აღმოსავლეთისკენ არ შეცვალა. გერმანიის საჰაერო ძალების მიერ 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ტრანსპონდერის სიგნალის - საიდენტიფიკაციო სიგნალის გარეშე დაფრინავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. NATO-მ 2023 წელს 300-ზე მეტჯერ შეაკავა რუსული სამხედრო თვითმფრინავი