2023 წელს NATO-ს საჰაერო ძალებმა ევროპის მასშტაბით, 300-ზე მეტჯერ შეაჩერეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მათი უმეტესობა ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდა.
NATO მუდმივი საჰაერო-საპოლიციო მისიებს ახორციელებს და როცა რუსული სამხედრო თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდება, NATO-ს მოერიშეები აქტიურდებიან.
ალიანსის ცნობით, NATO-ს და რუსეთის თვითმფრინავებს შორის საჰაერო წინააღმდეგობის დიდი უმრავლესობა უსაფრთხო და პროფესიონალური იყო. რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ალიანსის საჰაერო სივრცის დარღვევა იშვიათი და ზოგადად, ხანმოკლე იყო.
„რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე სახიფათო სიტუაცია შექმნა ათწლეულების განმავლობაში,“ - განაცხადა ალიანსის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა დილან უაიტმა: „NATO-ს მოიერიშე თვითმფრინავები მთელი 24 საათის განმავლობაში ასრულებენ მორიგეობას, მზად არიან, გადალახონ ბარიერები ჩვენი მოკავშირეების საჰაერო სივრცის მახლობლად საეჭვო ან გამოუცხადებელი ფრენების შემთხვევაში. საჰაერო პოლიცია არის მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც NATO უზრუნველყოფს ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას.“
უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ, NATO-მ არსებითად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა მის აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავით, სათვალთვალო ფრენებითა და სახმელეთო საჰაერო თავდაცვით.
რუსეთის განმეორებითი დარტყმების შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, NATO-ს ტერიტორიასთან ძალიან ახლოს, მოკავშირეებმა რუმინეთში დამატებითი მოიერიშე თვითმფრინავები განათავსეს. ოქტომბერში, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა მილსადენების დაზიანების შემდეგ, ალიანსმა რეგიონში დამატებითი შესაძლებლობები გაგზავნა. წელს ალიანსმა ასევე ჩაატარა თავისი ყველაზე დიდი საჰაერო წვრთნები - „დამცველი 23.“