თეგი: რუსული ნავთობკომპანია

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რუსული „ლუკოილის“ „ბოინგ 737“-ის დაკავების ორდერი მიიღო

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტეხასის საოლქო სასამართლოსგან სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის, „ბოინგ 737“-ის დაკავების ორდერი მიიღო. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზეა. "ორდერის საფუძველია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებული „ბოინგი“ 45 მილიონ დოლარადაა შეფასებული.  ასევე წაიკითხეთ: ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა