აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტეხასის საოლქო სასამართლოსგან სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის, „ბოინგ 737“-ის დაკავების ორდერი მიიღო.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზეა.
"ორდერის საფუძველია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებული „ბოინგი“ 45 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
ასევე წაიკითხეთ: