თეგი: საბრძოლო მზადყოფნა
სი ძინპინი: აუცილებელია კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე
სი ძინპინმა მოუწოდა ჩინელ სამხედროებს მოემზადონ „ნამდვილი ბრძოლისთვის" ჩინეთის პრეზიდენტმა თავის ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს „რეალური ბრძოლისთვის“ მომზადებაზე. „აუცილებელია ახალი სიტუაციისა და მოთხოვნების გააზრება, კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე“, - განაცხადა სი ძინპინმა კონფერენციაზე. მას ესწრებოდნენ ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს (CMC), სახალხო შეიარაღებული მილიციისა და სამხედრო აკადემიების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭო ხელმძღვანელობს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას და სახალხო შეიარაღებულ მილიციას. სი ძინპინი CMC-ის თავმჯდომარეა 2013 წლიდან. ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში ომის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. CPR-მ გამოაცხადა თავისი ნეიტრალიტეტი, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „ჩინეთი იხრება რუსეთისკენ".
მედიის ცნობით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ბრძანებით, სერბეთის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან მოყვანილნი. ამის შესახებ სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა. ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი სერიოზული სახელმწიფოა, ამიტომ არავინ უნდა ითამაშოს „ომის თამაშები“. მისივე თქმით, სერბეთი არ უნდა მოდუნდეს და არმია მოქალაქეების, მათ შორის კოსოვოში მცხოვრები სერბების დაცვისას, მზადაა პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად. 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება პირველ ნოემბრამდე გადადო. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც კოსოვოს სანომრე ნიშნები არ ექნებათ, დღეიდან გაფრთხილებას მიიღებენ. შემდგომი ორი თვის განმავლობაში მათ დააჯარიმებენ, ხოლო ამის შემდგომი სამი თვე, დროებითი სანომრე ნიშნები იმოქმედებს.