- სი ძინპინმა მოუწოდა ჩინელ სამხედროებს მოემზადონ „ნამდვილი ბრძოლისთვის"
- ჩინეთის პრეზიდენტმა თავის ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს „რეალური ბრძოლისთვის“ მომზადებაზე.
„აუცილებელია ახალი სიტუაციისა და მოთხოვნების გააზრება, კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე“, - განაცხადა სი ძინპინმა კონფერენციაზე.
მას ესწრებოდნენ ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს (CMC), სახალხო შეიარაღებული მილიციისა და სამხედრო აკადემიების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭო ხელმძღვანელობს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას და სახალხო შეიარაღებულ მილიციას. სი ძინპინი CMC-ის თავმჯდომარეა 2013 წლიდან.
ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში ომის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. CPR-მ გამოაცხადა თავისი ნეიტრალიტეტი, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „ჩინეთი იხრება რუსეთისკენ".