თეგი: საგარეო ვალი
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის საგარეო ვალი ძალიან დაბალ დონეზეა, მისი განულება ერთ დღეშია შესაძლებელი
აზერბაიჯანის საგარეო ვალი ძალიან დაბალ დონეზეა - 7,4 მილიარდი დოლარი, სურვილის შემთხვევაში მისი განულება ერთ დღეში შეიძლება, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მსხვილი უცხოური კომპანიები და ინვესტორები დიდ ინტერესს იჩენენ აზერბაიჯანის პროექტების მიმართ.
ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, $117 მილიონის საგარეო ვალი გაყინული აქტივებით გადაიხადა
ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ოთხშაბათს ინვესტორებისთვის $117 მილიონის გადახდის ბრძანება გასცა. ამასთან, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა სახელმწიფო მედია Russia Today-ს განუცხადა, რომ რუსეთმა კრედიტორების წინაშე ვალდებულებები შეასრულა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადახდა შეიძლება არ განხორციელდეს, თუ შეერთებული შტატები ნებართვას არ გასცემს. ამასთან, მათივე ცნობით, თუ აშშ დაბლოკავს გადახდას, რუსეთმა განაცხადა, რომ შეეცდება ინვესტორებს რუბლში გადაუხადოს და არა დოლარში. თუმცა, Fitch Ratings-ის მიხედვით, ეს შეიძლება დეფოლტად ჩაითვალოს.
სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით $22.1 მილიარდია
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით 22.1 მლრდ აშშ დოლარი (68.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.8 პროცენტია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 207.0 მლნ. აშშ დოლარით, 144.1 მლნ. აშშ დოლარით და 27.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 52.1 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია: 7.8 მლრდ აშშ დოლარი (24.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 38.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 942.6 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 438.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.0 მლრდ აშშ დოლარი (15.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (15.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 67.0 პროცენტია. ა ქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.7 პროცენტია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 130.6 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 11.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 942.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს - ხუციშვილი
მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ცნობილია, საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 22,2 მილიარდი აშშ დოლარი (62,9 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 97,5%-ია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი ორი კომპონენტისგან შედგება: სახელმწიფო ვალი, რომელიც აერთიანებს სამთავრობო სექტორს, სახელმწიფო საწარმოებს, ეროვნულ ბანკს და კერძო სექტორს, რომელიც მოიცავს როგორც საბანკო ისე სხვა სექტორებს. სებ-ის ინფორმაციით, ამ სექტორებზე საერთო საგარეო ვალის მოცულობა ასე გადანაწილდა: „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (27.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.3 მლრდ აშშ დოლარი (20.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 868.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 399.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (16.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.7 მლრდ აშშ დოლარი (33.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 51.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია (15.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.7 პროცენტია. 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 30.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 32.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 868.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 443.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - წერს ეროვნული ბანკი. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 127.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 373.5 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო ვალი 5.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 485.5 მლნ აშშ დოლარით და 20.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 24.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9 პროცენტია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ეროვნული ბანკის განმარტებით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად. „საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9 პროცენტია. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 320.1 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო კი შესაბამისად 13.3 და 4.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 77.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.3 მლრდ აშშ დოლარი (21.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 882.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 431.8 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.0 მლრდ აშშ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 46.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.9 მლრდ აშშ დოლარია (15.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.0 პროცენტია. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 15.9 მლნ აშშ დოლარით ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 10.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, 2023 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 882.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 462.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)[1], რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.