თეგი: საერთაშორისო პარტნიორები
ნიკა მელიას თქმით, პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე სააკაშვილის „ტყვეობიდან დახსნა“ მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთულია
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ Facebook ლაივის დროს განაცხადა, რომ თავიდანვე ჩანდა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, სამწუხაროდ, ვერ იქნებოდა ხანმოკლე და ბევრ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული - პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე მიხეილ სააკაშვილის დახსნა ტყვეობიდან მოკლევადიან პერსპექტივაში არის ძალიან რთული. „ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ“, - აღნიშნა მელიამ. მელია მიხეილ სააკშვილის გასათავისუფლებლად რამდენი გზას ხედავს - „განგრძობადი, ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობა და თეორიულად არის შესაძლებლობა პრეზიდენტის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა, რასაც ის არ აკეთებს“. „ამ წუთის მდგომარეობით, პოტენციურად, ყველაზე ეფექტიანი - ეს არის ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა. დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმე სვლიანი კომბინაციის გათამაშებით შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა და ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ ხალხო. 100 ათასი ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო, მაინც ციხეში ვიჯდებოდი, რომ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, იმ თვეებში, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ. ერთადერთი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა, იყო როდესაც მიხეილ სააკაშვილი გახდა შეუძლოდ და აუცილებლობა ხდებოდა მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანა", - განაცხადა ნიკე მელიამ. მისივე თქმით, პარლამენტიდან გამოსვლას, როდესაც ადამიანი პანაცეად ისახავს, უბრალოდ არ სჯერა, მხოლოდ პარლამენტიდან გამოსვლა შეიძლება, გახდეს პანაცეა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. „ამით ისტორიულ უსამართლობას დავასრულებთ და ივანიშვილის რეჟიმიც ამოიშანთება, ამას როგორც კი დავინახავთ, მერწმუნეთ, ერთი საათი არ არის იქ არავინ გამჩერებელი”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - გომელაური
საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - ამის შესახებ შს მინიტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. „საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - ხოლმე. რაც პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ზელენსკიც იძახდა ნატო-ს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ეს ვითომ პირველად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასეთი რაღაც შეფუთეს. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა პრემიერმა. სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, მათ შორის ზელენსკი. ოპოზიცია ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს - ხოლმე და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც“, - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო-ს გაფართოება. პრემიერს ეს განცხადება კი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ასე შეაფასა - „Говорит Москва!"