„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ Facebook ლაივის დროს განაცხადა, რომ თავიდანვე ჩანდა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, სამწუხაროდ, ვერ იქნებოდა ხანმოკლე და ბევრ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული - პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის გარეშე მიხეილ სააკაშვილის დახსნა ტყვეობიდან მოკლევადიან პერსპექტივაში არის ძალიან რთული.
„ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ“, - აღნიშნა მელიამ.
მელია მიხეილ სააკშვილის გასათავისუფლებლად რამდენი გზას ხედავს - „განგრძობადი, ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობა და თეორიულად არის შესაძლებლობა პრეზიდენტის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა, რასაც ის არ აკეთებს“.
„ამ წუთის მდგომარეობით, პოტენციურად, ყველაზე ეფექტიანი - ეს არის ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა. დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმე სვლიანი კომბინაციის გათამაშებით შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა და ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ ხალხო. 100 ათასი ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო, მაინც ციხეში ვიჯდებოდი, რომ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, იმ თვეებში, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ. ერთადერთი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა, იყო როდესაც მიხეილ სააკაშვილი გახდა შეუძლოდ და აუცილებლობა ხდებოდა მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანა", - განაცხადა ნიკე მელიამ.
მისივე თქმით, პარლამენტიდან გამოსვლას, როდესაც ადამიანი პანაცეად ისახავს, უბრალოდ არ სჯერა, მხოლოდ პარლამენტიდან გამოსვლა შეიძლება, გახდეს პანაცეა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.
„ამით ისტორიულ უსამართლობას დავასრულებთ და ივანიშვილის რეჟიმიც ამოიშანთება, ამას როგორც კი დავინახავთ, მერწმუნეთ, ერთი საათი არ არის იქ არავინ გამჩერებელი”, - განაცხადა ნიკა მელიამ.