თეგი: სავიზო შეზღუდვა
ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე მზადაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხი მთავრობასთან განიხილოს. ამის შესახებ Helsingin Sanomat წერს. მისი თქმით, ფინეთში რუსების ჩასვლამ და ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში გადასვლამ უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრის აზრით, ამ გზით მათ შეუძლიათ, რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებულ სანქციებს გვერდი აუარონ. ნიინისტეს თქმით, ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰავისტოსთან განიხილა. შეგახსენებთ, ევროკომისამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეშერების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან სანქციების პირდაპირი სამიზნეა რუსეთის ელიტა და ხელისუფლება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.
ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვის გეგმა შეიმუშავა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ტურიზმის კატეგორია შეიძლება შეიზღუდოს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენი ვიზა შეიძლება გაიცეს დღიურად“, - განაცხადა ჰაავისტომ და აღნიშნა, რომ საბოლოოს გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის ელის. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ევროკავშირში ფრენები შეჩერდა, ფინეთი იქცა სატრანზიტო ქვეყნად რუსებისთვის, რომლებიც ევროპაში გამგზავრებას ცდილობენ, რაც ჰაავისტოს შეფასებით, ბევრმა სანქციების თავიდან არიდების ჭკვნიანურ მეთოდად აღიქვა. ფინეთი რუსეთის ერთადერთ ევროკავშირის წევრ მეზობლად რჩება, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.