თეგი: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ცნობილია ვინ შეარჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრს
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობა გააცნო: მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი; მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი; ეკა მელქაძე − ჟურნალისტი; ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი; ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი; მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. პირველი ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება. ცნობილია, რომ საზოგადოებრი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან (მეურვისგან). საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა-ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში. მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძე აირჩია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, პროფესიით ჟურნალისტის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურას 52-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 13 აპრილს გამართულ კენჭისყრაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. მას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო. ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურა ფრაქციამ, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", წარადგინა. 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მაუწყებლის მეურვეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში გახდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლევად გთავაზობთ. „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მოგეხსენებათ, 2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიხსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით. საზეიმო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია. თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ, საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში 21:27 საათზე, მათ შორის ,,რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე“ სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ეს ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სლოვაკეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩანაცვლება გადაწყვიტა, რასაც პროტესტი მოჰყვა
სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა წინადადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასა და მისი ახალი სტრუქტურით ჩანაცვლებას გულისხმობს. მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კულტურის სამინისტროს წინადადება არსებული რადიოსა და ტელევიზიის (RTVS) გაუქმების შესახებ. მას ახალი სტრუქტურა - სლოვაკეთის ტელევიზია და რადიო (STVR) ჩაანაცვლებს. საბჭო წევრებს მინისტრები და პრემიერ რობერტ ფიცოს მიერ კონტროლირებადი პარლამენტი დანიშნავენ. „ჩვენ ვაბრუნებთ სახელს - „Slovak“ ("სლოვაკების" და არა "სლოვაკეთის" საზოგადოებრივი მაუწყებელი, რედ.), რაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცალსახად ეროვნული და სახელმწიფოს მაფორმირებელი ბუნების გამოხატულებაა,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა მარტინა სმიკოვცოვამ. თავად ყოფილმა ტელეჟურნალისტმა განმარტა, რომ RTVS-ს ბრალი ედებოდა „პოლიტიკურ აქტივიზმში“ და რომ ცვლილებები ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების გაშუქების ობიექტურობიდან გამომდინარე. როგორც BBC წერს, მთავრობის გეგმებმა ათასობით სლოვაკის, ასევე, ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიებისა და ევროკავშირის მხრიდან პროტესტი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად, ჟურნალისტები შავებში გამოეწყვნენ. გასულ თვეში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა წინადადების ავტორები, სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „სახელმწიფო კონტროლირებად მედიად“ გადაქცევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ევროკავშირის განყოფილების ხელმძღვანელმა პავოლ სალაიმ განაცხადა, რომ ფიცომ გადაწყვიტა, ომი გამოუცხადოს დამოუკიდებელ მედიას. როგორც მისი მისაბაძი მაგალითი, უნგრელი ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო კრიტიკულ კერძო მედიას, მტრულად განწყობილს უწოდებს. „ასე რომ მას აქვს დამატებითი საბაბი მედიის პოლიტიკური კონტროლისთვის,“ ციტირებს Guardian-ი მის სიტყვებს. ცვლილებები პარლამენტს წარედგინება, სადაც რობერტ ფიცოს მთავრობას უმრავლესობა აქვს. ცვლილებები სავარაუდოდ, ივნისში შევა ძალაში. სლოვაკეთის პრემიერი პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა. მისმა მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. სლოვაკეთის პრეზიდენტი პრორუსი პრემიერის მოკავშირე გახდა
თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილი: ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას
თბილისის მერიის 130-მდე თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. ამასთან დაკავშირებით ისინი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან. „ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: გიგა სოფრომაძე - თბილისისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ნინო გოგოძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის აპარატი. ანნა კომლაძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამთა კაჭახიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი მარიამ გოგიაშვილი - “სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო” - საგზაო მოდელერი გივი თოფურია - მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი თამთა შერგელაშვილი -მომსახურების კოორდინატორი , ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო სალომე მაჭარაშვილი - მომსახურების კოორდინატორი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ეკატერინე კობიაშვილი-მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი გურამ ამაშუკელი - მუნიციპალური ინპექციის თანამშრომელი ანი სონიშვილი - მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ნუკი ნოზაძე - მომსახურების ოპერატორი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ეთო ზანგალაძე - კოორდინატორი, ცხელი ხაზის დეპარტამენტია(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ილია თოდუა - მომსახურების ოპერატორი, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მაია სახვაძე - მომსახურების ოპერატორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. ნანა ბრეგვაძე - მომსახურების ოპერატორი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ნინო მუმლაძე - ცხელი ხაზის კოორდინატორი შორენა ქევხიშვილი - მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი ლიკა დავითაძე- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი ანა კერესელიძე- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ნათია შონია -მომსახურების ოპერატორი , ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ნინო გვათუა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ზიზი სესიტაშვილი, ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ქეთევან შანიძე - ურბანული განვითარებისა და ტრანსპორტის სააგენტო, სპეციალისტი ქრისტინე თუთბერიძე - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნანა ბულაშვილი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ნინო გოგალაძე- სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. მარიამ ფარქოსაძე -სსიპ ქონების მართვის სააგენტო ლელა ინაშვილი-კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი სოფიო ხვადაგიანი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. ნათია ბერიძე- სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო თამარ კაპანაძე- მუნიციპალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტი ნინო კიკნაძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი. გვანცა ფოცხვერაშვილი კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ელენე გვარაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური. სოფიო ჯიმშელაძე - მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო- მომსახურების ოპერატორი დიანა გუგეშაშვილი - არქიტექტურის სამსახური თამარ მახარაშვილი - საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო ნინო ბეგლარიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლალი უნაფქოშვილი ‐ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლანა ქარდავა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო ირაკლი შარაშენიძე, ა(ა)იპ მუნიცპალური სერვისების განვითარების სააგენტო ქეთევან მეძმარიაშვილი-სსიპ ქონების მართვის სააგენტი თეონა ვეფხვაძე - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ბექა კაკაბაძე - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური ია გოგიჩაიშვილი - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ხატია გობეჯიშვილი - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მარი ფულარია ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იზო მაჭარაშვილი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ქალაქგეგმარებითი პოზიციების სამსახური ელზა სამხარაძე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო თამარ ფირცხალაიშვილი - მომსახურების ოპერატორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ელენე აბრამიშვილი - მომსახურების ოპერსტორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ალექსანდრე თარგამაძე - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური თეო კაციაშვილი- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მარიამ მექვაბიშვილი- ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო გვანცა წირღვავა-ა(ა)იპ მუნიციპალირი სერვისების განვითარების სააგენტო მარიამ პაპიაშვილი - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ui/ux დიზაინერი ლია შავგულიძე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური ნიკა დრიაშვილი იურიდიული საქალაქო სამსახურო გიორგი ასლამაზაშვილი -ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო თამთა დეკანოიძე- სსიპ ქონების მართვის სააგენტო მარიამი გელენიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ლაშა ნეფარიძე - ბიზნეს ანალიტიკოსი , ა(ა)იპ მუნიციოალური სერვისების განვითარების სააგენტო თეა ბანცაძე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო ნინო ბრეგვაძე- თბილისის არქიტექტურის სამსახური ნინო ჩიბურდანიძე ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნინო მეღვინიშვილი - იურიდიული საქალაქო სამსახური სოფო ბართია - მომსახურების ოპერატორი ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო დეა სტეფანაშვილი ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მარიამ ჩუთლაშვილი ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი რუსუდან ძნელაშვილი - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მაია მაღრაძე - დიდუბის რაიონის გამგეობა.. კულტურურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდული განყოფილების უფროსი მარიამ ძიმისტარიშვილი - სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სალომე ქეშელაშვილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი კაპანაძე - ცხელი ხაზის ოპერატორი ლაშა ხუცურაული - სსიპ-ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ცოტნე ომსარაშვილი - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური მარიამ მამულაშვილი - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნინო ჩიქოვანი - იურიდიული საქალაქო სამსახური ალექსანდრე იობიძე - სსიპ-ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ირაკლი სებისკვერაძე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური ქეთევან ზედგინიძე - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური თამარ ფალიანი - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი თამარ დვალი - ქონების მართვის სააგენტო თამთა დვალი - ინფრასტრუქტურის სამსახური ლუკა გოგიჩაშვილი - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური ლილი ხუბულავა ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ზურაბ ქურასბედიანი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო თინათინ უკლება - სსიპ არქიტექტურის სამსახური ხატია ჩხეტიანი - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ნანა წერეთელი - ცხელი ხაზი, უფროსი სპეციალისტი მარიამ ნანავა-ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური ქეთევან მანჯაფარაშვილი - სსიპ არქიტექტურის სამსახური ეთო ხიზამბარელი - იურიდიული სასამართლოებთან ურთიერთობის სპეციალისტი ლიკა ხუბულავა - ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მაგდა სანიშვილი- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი თამარ ბასარია MSDA მომსახურების ოპერატორი აქსანა შონია - სსიპ ქონების მართვის სააგენტო ანანო ფერაძე - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სალომე გაჩეჩილაძე არქიტექტურის სამსახური სალომე ნოზაძე - არქიტექტურის სამსახური თიინათინ კიკნაველიძე - მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ია ფაიქიძე - მუნიციპალური ინსპექცია სოფიო სანაძე- ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ლაშა ბერუაშვილი -ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი თურმანიძე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო თამთა ორჯონიკიძე - ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ნინო ხულუზაური- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი სოფიკო სილაგაძე- ცხელი ხაზის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი თინათინ ფიცხელაური - სსიპ არქიტექტურის სამსახური მედეა ქებურია - იურიდიული საქალაქო სამსახური თამარ კვიჟინაძე - იურიდიული საქალაქო სამსახური ანა ყარასაშვილი - იურიდიული საქალაქო სამსახური ეკა გოგია - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მიხეილ კორშია - სსიპ ქონების მართვის სააგენტო თეიმურაზ გაბუნია - სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტო ქრისტინა ჩუბინიძე - იურიდიული საქალაქო სამსახური ელისაბედ არჩვაძე - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ქეთევან მახარაშვილი - სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური ქეთევან სვიანაშვილი - სსიპ არქიტექტურის სამსახური ზაურ ხარატი - იურიდიული საქალაქო სამსახური
პროტესტის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერი დაუთმო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციამ და ტელევიზიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შეთანხმება მიაღწიეს. 30 ნოემბერს, 20 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი საპროტესტო აქციის 12-მდე მონაწილეს დაეთმო. მოდერატორი არის ტელევიზიის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქტივისტები, ჟურნალისტები, პროფესორ-მასწავლებლები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები 17 საათისთვის შეიკრიბნენ - ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერს და გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას. არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.