პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, პროფესიით ჟურნალისტის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურას 52-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
13 აპრილს გამართულ კენჭისყრაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. მას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო. ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურა ფრაქციამ, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", წარადგინა.
13 აპრილს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მაუწყებლის მეურვეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში გახდნენ.