თეგი: საზღვაო წვრთნები
ჩინეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ
ჩინეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ სამხედრო საზღვაო წვრთნებს ოქტომბერში ჩაატარებენ. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს. სამხედრო წვრთნები „Blue Sword 2023,” სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდონის ქალაქ ჟანჯიანგი გაიმართება. საუდის არაბეთის ოფიციალური პრესის სააგენტოს ცნობით, ქვეყნებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები 2019 წელსაც ჩაატარეს.
სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს
სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლებაში მონაწილეობდა აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson, რომელიც პუსანის საზღვაო ბაზაზე, სეულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 320 კილომეტრში განლაგდა. წვრთნების მიზანი ჩრდილოეთ კორეის განვითარებადი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებაა. სამმხრივი წვრთნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა განაცხადა, რომ მისმა სადაზვერვო თანამგზავრმა სამხრეთ კორეაში და აშშ-ის ტერიტორიებზე, ჰავაისა და გუამში აშშ-ის არმიის ბაზები გადაიღო. ამ თვის დასაწყისში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშაონ ერთობლივი წვრთნების მრავალწლიანი გეგმა და გააფართოონ წვრთნების ფარგლები ჩრდილოეთის საფრთხის უკეთ დასაძლევად.