ჩინეთი და საუდის არაბეთი ერთობლივ სამხედრო საზღვაო წვრთნებს ოქტომბერში ჩაატარებენ. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
სამხედრო წვრთნები „Blue Sword 2023,” სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდონის ქალაქ ჟანჯიანგი გაიმართება.
საუდის არაბეთის ოფიციალური პრესის სააგენტოს ცნობით, ქვეყნებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები 2019 წელსაც ჩაატარეს.