თეგი: საინფორმაციო ომი

კულება: 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ საინფორმაციო ომს ვიგებთ

უკრაინა რუსეთში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ რუსეთთან საინფორმაციო ომს იგებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ 13 ივლისს ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. კულებამ თქვა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომის შესახებ, ჭეშმარიტი ინფორმაციის გასავრცელებლად, მათ გამოიყენეს ოფიციალური გვერდები Ukraine.ua და war.ukraine.ua. „ფართომასშტაბიანი ომის 140 დღის განმავლობაში Ukraine.ua ეკოსისტემამ მოიცვა 600 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში. აქედან 91 მილიონი ივნისში და ეს 21%-ით მეტია, ვიდრე მაისში. შეფასებების მიუხედავად, რომ საზოგადოება ომის ინფორმაციით გადაიღალა, ჩვენი კომუნიკაციები კიდევ უფრო მძლავრი ხდება", - აღნიშნა კულებამ. კულებას თქმით, უკრაინა ახერხებს ხალხის ყურადღების მიქცევას რუსულ აგრესიასთან მიმართებით. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გადმოვცეთ სიმართლე და ასევე გამოვიყენებთ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მსოფლიოს ავუხსნათ რა არის უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რატომ არის ჩვენი სახელი თავისუფლება. ამჯერად, 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენ ვიგებთ საინფორმაციო ომს. რა თქმა უნდა, უცხოეთში ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც რუსულ ტყუილს დაიჯერებს, მაგრამ ზოგადად, ხალხის კრიტიკული მასა უკრაინის მხარესაა. დიდი მიღწევაა პრეზიდენტ ზელენსკის მთელი გუნდისთვის“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ზელენსკის თქმით, უკრაინამ საინფორმაციო ომში, რუსეთის დამარცხება მოახერხა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინამ საინფორმაციო ომში, რუსეთის ფედერაცია დაამარცხა. ამის შესახებ მან, ირლანდიის სტუდენტური საზოგადოების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. „მე მჯერა, რომ ეს გზა ძალიან კარგად გავიარეთ. ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ჩვენი ესმით. ინფორმაცია ჩვენს ხელში ძლიერ იარაღად იქცა. ჩემი აზრით, აქ ასეთი ვითარებაა: რუსეთს მეტი იარაღი აქვს ბრძოლის ველზე, თუმცა საინფორმაციო სივრცეში ჩვენ შევძელით მათზე გამარჯვება“, - თქვა ზელენსკიმ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.