თეგი: სამედიცინო აღჭურვილობა
აშშ-ის საელჩო: სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კლინიკას $65 000-ზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით
ამერიკის საელჩოს ცნობით, გასული სამი თვის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ სულ $235 000-ზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გაანაწილა. „ვაგრძელებთ საქართველოს რეგიონების სამედიცინო ცენტრების მხარდაჭერას. ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კლინიკას ჯანმრთელობის მწვავე რისკების ადრეული დიაგნოსტირებისთვის $65 000-ზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით. გასული სამი თვის განმავლობაში საქართველოში პაციენტების მკურნალობის გასაუმჯობესებლად, აშშ-ის მთავრობამ სულ $235 000-ზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გაანაწილა,“ - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.