ამერიკის საელჩოს ცნობით, გასული სამი თვის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ სულ $235 000-ზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გაანაწილა.
„ვაგრძელებთ საქართველოს რეგიონების სამედიცინო ცენტრების მხარდაჭერას. ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კლინიკას ჯანმრთელობის მწვავე რისკების ადრეული დიაგნოსტირებისთვის $65 000-ზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით.
გასული სამი თვის განმავლობაში საქართველოში პაციენტების მკურნალობის გასაუმჯობესებლად, აშშ-ის მთავრობამ სულ $235 000-ზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გაანაწილა,“ - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.