თეგი: სამხედრო ხომალდი
დიდი ბრიტანეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს - Times
დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად და მარცვლეულის ექსპორტისთვის სამხედრო ხომალდების გაგზავნას გეგმავენ. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირება გლობალურ სასურსათო კრიზისის შიშს აძლიერებს. ერთ-ერთი გამოწვევაა შიმშილის რისკის შეკავება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე ან ლიბანი, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი მარცვლეულის ექსპორტზე. ცნობილია, რომ დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის. დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, უკრაინას სავარაუდოდ, შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება. უკრაინა ზღვიდან იერიშების მოგერიებას შეძლებს. უკრაინა ამ დრომდე ელოდა უფრო მოწინავე იარაღს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და უფრო დიდ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მაგრამ ჯერჯერობით დახმარების უმეტესი ნაწილი მცირე დისტანციის სისტემებს მოიცავდა, მათ შორის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და არტილერია. პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters Harpoons (საზენიტო რაკეტები) Boeing Co.-ის (BA.N) მიერ არის დამზადებული და შესაძლებელია, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან უკუაგდოს, რაც საშუალებას მისცემს კიევს, მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი განაახლოს. გავრცელებული ცნობებით, უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთიც მიაწვდიან. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით მადლიერია დანიის, რომელმაც 23 მაისს განაცხადა, რომ საზენიტო რაკეტების გადაცემით უკრაინას თავისი სანაპიროების დაცვაში დაეხმარება.
ბრიტანეთის ყველაზე დიდმა სამხედრო ხომალდმა, სამხრეთ სანაპიროსთან მართვა დაკარგა
ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდმა HMS Prince of Wales-მა აშშ-ში გამგზავრებიდან მალევე, სამხრეთ სანაპიროსთან მართვა დაკარგა. ბრიტანული ხომალდი, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, სამხედრო მისიის ფარგლებში მიემართებოდა. სამხედრო ხომალდის გაჩერების მიზეზი, ტექნიკური პრობლემები გახდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარია მარჯვენა პროპელერის ლილვის დაზიანებაზე. სამხედრო ხომალდი ამჟამად კუნძულ უაითის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. HMS Prince of Wales -ი გადაზიდვების სიმძლავრით, სამეფო საზღვაო ძალების ორი ავიამზიდიდან, მეორეა. ხომალდის ღირებულება 3 მილიარდი ფუნტია.