ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდმა HMS Prince of Wales-მა აშშ-ში გამგზავრებიდან მალევე, სამხრეთ სანაპიროსთან მართვა დაკარგა.
ბრიტანული ხომალდი, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, სამხედრო მისიის ფარგლებში მიემართებოდა. სამხედრო ხომალდის გაჩერების მიზეზი, ტექნიკური პრობლემები გახდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარია მარჯვენა პროპელერის ლილვის დაზიანებაზე.
სამხედრო ხომალდი ამჟამად კუნძულ უაითის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
HMS Prince of Wales -ი გადაზიდვების სიმძლავრით, სამეფო საზღვაო ძალების ორი ავიამზიდიდან, მეორეა. ხომალდის ღირებულება 3 მილიარდი ფუნტია.