თეგი: სასულიერო პირები
უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ 10-მდე უკრაინელ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათამდე სასულიერო პირს სანქციები დაუწესა. უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება სანქცირებულთა შორისაა კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი. სანქციები ძირითადად დაუწესდათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ სასულიერო პირებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას №820/2022 ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ეხება, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.
ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ 13 სასულიერო პირს უკრაინის მოქალაქეობა შეუჩერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს მოქალაქეობა შეუჩერა. მედიის ინფორმაციით, საუბარია 13 სასულიერო პირზე. დადგენილებაში სასულიერო პირების ვინაობა არ სახელდება, რადგან პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. განკარგულება გასული წლის 28 დეკემბრით თარიღდება. საუბარია ტულჩინისა და ბრატსლავის მიტროპოლიტ იონაფანზე, რომელსაც SBU-მ ღალატში წაუყენა ბრალი. არსებული ინფორმაციით, მას რუსული პასპორტი აქვს. ასევე, მოქალაქეობა შეუჩერდა ტულჩინის ეპარქიის ვიკარს, ეპისკოპოს სერჰი ლადიჟინს, რომელიც იონაფანთან დაახლოებული პირია.