უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათამდე სასულიერო პირს სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა შორისაა კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი.
სანქციები ძირითადად დაუწესდათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ სასულიერო პირებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას №820/2022 ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ეხება, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.