თეგი: სატანკო ეკიპაჟი

Reuters: პოლონეთი Leopard 2-ის ტიპის სატანკო ეკიპაჟისთვის წვრთნების პერიოდის შემცირებას გეგმავს

პოლონეთი შეეცდება, ხუთ კვირამდე შეამციროს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტო წერს, რომ პოლონეთის სამხედროებმა უარი თქვეს იმის დადასტურებაზე, თუ სად გაივლის წვრთნას უკრაინული ეკიპაჟი. ინსტრუქტორების თქმით კი, Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის წვრთნები, რომლებსაც NAT0-ს მრავალი წევრი ქვეყანაც ატარებს ევროპაში - აქამდე დაახლოებით 10 კვირა გრძელდებოდა, მაგრამ ეს დრო შეიძლება, ხუთამდე შემცირდეს. „შესაძლებელია ან თუნდაც სავარაუდოა, რომ წვრთნა სვიეტოშოვში ჩატარდეს, მაგრამ სხვა ლოკაციებიც არ არის გამორიცხული“, - განუცხადა თავის მხრივ, სამხედრო ექსპერტმა იაკუბ პავლოვსკიმ Reuters-ს.