პოლონეთი შეეცდება, ხუთ კვირამდე შეამციროს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
სააგენტო წერს, რომ პოლონეთის სამხედროებმა უარი თქვეს იმის დადასტურებაზე, თუ სად გაივლის წვრთნას უკრაინული ეკიპაჟი.
ინსტრუქტორების თქმით კი, Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის წვრთნები, რომლებსაც NAT0-ს მრავალი წევრი ქვეყანაც ატარებს ევროპაში - აქამდე დაახლოებით 10 კვირა გრძელდებოდა, მაგრამ ეს დრო შეიძლება, ხუთამდე შემცირდეს.
„შესაძლებელია ან თუნდაც სავარაუდოა, რომ წვრთნა სვიეტოშოვში ჩატარდეს, მაგრამ სხვა ლოკაციებიც არ არის გამორიცხული“, - განუცხადა თავის მხრივ, სამხედრო ექსპერტმა იაკუბ პავლოვსკიმ Reuters-ს.