თეგი: საფრაგეთი

ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ. გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას. „ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი კონფლიქტის მიმდინარეობისთვის და არის შესაძლებლობა, რომ ომში სურათი მთლიანად შეიცვალოს”, - განაცხადა „დაუნინგ სტრიტის“ პრესსპიკერმა. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, გააგრძელონ და გააღრმაონ მჭიდრო მუშაობა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მიშელის თქმით, G7-ის ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა შეაქო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მიმართ გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით სამუშაო გააძლიერონ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟორნემ კიევში ჩასვლისას განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. „კრიზისების მატების მიუხედავად, უკრაინა არის და დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად. ჩვენ არ ვიყოყმანებთ, ჩვენი მონდომება უცვლელი რჩება, ისევე როგორც, უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით ჩვენი აღტაცება,“ - განაცხადა სტეფან სეჟორნემ.