თეგი: საქპატენტი

„აჯიკა” და ტყემალი “ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს იძენს - საქპატენტი

საქპატენტის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს „ტყემალი“ და "აჯიკა" დაემატება. მათივე ცნობით, გეოგრაფიული აღნიშვნა ტყემლის რეგისტრაციის პროცედურა „საქპატენტში“ ბოლო ეტაპზეა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაცია, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განაცხადის მასალებთან ერთად სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში 10 ივნისს გამოქვეყნდება. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „ტყემალი“ დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს. საქპატენტის ინფორმაციით, ტყემლის გარდა გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს „აჯიკაც” იძენს. „აჯიკისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი აღიარებული და დადასტურებული იქნება სახელმწიფოს მიერ,- ნათქვამია საქპატენტის განცხადებაში.  

საქპატენტის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. თეა წულუკიანის მოადგილე სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა „საქპატენტის“ ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს. „საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სოსო გიორგაძეს „საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეგახსენებთ, რომ სოსო გიორგაძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილე იყო. გიორგაძემ კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2022 წლის, 22 ივლისს დატოვა. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 2019 წლის ივნისიდან 2020 წლამდე, მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.