საქპატენტის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა.

„საქპატენტის“ ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს.

„საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სოსო გიორგაძეს „საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ სოსო გიორგაძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილე იყო. გიორგაძემ კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2022 წლის, 22 ივლისს დატოვა.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

2019 წლის ივნისიდან 2020 წლამდე, მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.