თეგი: სახელმწიფო დროშა

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება. განხილვის შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად 94 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.   საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც მომხსენებელმა განმარტა, მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.    „იმ მიზნით, რომ მეტად პატრიოტული სულისკვეთება იყოს ქვეყანაში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას გამოფენა, რომ ბავშვთა ასაკიდან დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია. პოპულარიზაციის გარდა ეს გულისხმობს ამ სიმბოლოების მოვლასაც, რაც მათ მიმართ პატივისცემას ასწავლის მოზარდს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.    

თბილისის ანძა უკრაინის, საკრებულოს შენობა კი, ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კი, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა. „თბილისის სატელევიზიო ანძა ეროვნულ ფერებში! გავერთიანდეთ არამხოლოდ დღეს! ვიყოთ ერთიანები ყოველდღე! უკრაინა და საქართველო ერთად!“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს ტექსტში, რომელიც ფოტოს ერთვის. თავის მხრივ, ლიეტუვის საელჩო წერს: „საქართველო, როგორც ყოველთვის, ჩვენთან ერთად ზეიმობს. მადლობა, მეგობრებო“.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვილებს მესამე, საბოლოო მოსმენით 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, საქართველოს სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა სავალდებულო გახდა. კანონში აღნიშნულ ცვლილებაზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა ისაუბრა. ცვლილებების თანახმად აღნიშნულ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ასევე სავალდებულო გახდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურის მიმართვაშია აღნიშნული, ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. „დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნისა და ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული სულისკვეთებისა და უნიკალური კულტურის გამოხატულება - ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ. დღევანდელ დღემდე მოსასვლელად ჩვენმა ხალხმა დიდი შრომა გასწია და გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და უკეთესი ხვალინდელი დღის შენებას. სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.  

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განათდა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.