უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კი, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა.
„თბილისის სატელევიზიო ანძა ეროვნულ ფერებში! გავერთიანდეთ არამხოლოდ დღეს! ვიყოთ ერთიანები ყოველდღე! უკრაინა და საქართველო ერთად!“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს ტექსტში, რომელიც ფოტოს ერთვის.
თავის მხრივ, ლიეტუვის საელჩო წერს:
„საქართველო, როგორც ყოველთვის, ჩვენთან ერთად ზეიმობს. მადლობა, მეგობრებო“.