თეგი: სეზონური გრიპი
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. "სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია", - განაცხადა გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: COVID19-ის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია - თამარ გაბუნია
წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში - ივანე ჩხაიძე
წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. “გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს. ზაფხულშიც იყო გრიპი დაფიქსირებული, ივლისში იაშვილის კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობდა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას კორონავირუსი. წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, გამოვა, რომ სავარაუდოდ, ორი პიკი გვექნება, ერთი ზაფხულის, მეორე ზამთრის. ზამთრის პიკი ადვილად ახსნადია, ეს არის დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა, მეტი კონტაქტი, როდესაც აცივდება, სეზონური ვირუსების რაოდენობა მოიმატებს. ნათლად ჩანს, რომ ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, ერთი ზამთარში, მეორე- ზაფხულში, მესამე პიკი რა თქმა უნდა იქნება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
ჯანდაცვის სამინისტრო: სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.