თეგი: სეისმური მონიტორინგის ცენტრი
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თელავიდან 30 კმ-ში, კურორტ თორღვას აბანოსთან, დილის საათებში (დაახლოებით, 09:26 სთ-ზე) იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე კი, 15 კილომეტრს შეადგენდა.