დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თელავიდან 30 კმ-ში, კურორტ თორღვას აბანოსთან, დილის საათებში (დაახლოებით, 09:26 სთ-ზე) იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე კი, 15 კილომეტრს შეადგენდა.