თეგი: სერჰი გაიდაი

გაიდაის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით მიიწევენ წინ

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში ორი მიმართულებით, (სვატოვოსა და კრემინას ) მიიწევენ წინ. მისივე თქმით, ოკუპანტებმა ბელოგოროვკას მიმართულებით გარღვევა სცადეს, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მათი შეტევები მოიგერიეს. „ოკუპანტები რეაქტიული არტილერიით აგრძელებენ დეოკუპირებული სოფლების დაბომბვას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა რჩება - ძირითადად, მოხუცი ადამიანები. 17 ადამიანს შორის, რომლებიც ბელოგოროვკაში რჩებოდნენ, იყო მოხუცი კაცი და მისი შვილი, რომელიც მას უვლიდა - ამ დღეებში სწორედ ისინი დაიღუპნენ რუსული ჭურვისგან”, - წერს სერჰი გაიდაი.  

სერჰი გაიდაი: რთულია, შეაფასო იმ ქართველი მებრძოლების წვლილი და თანადგომა, რომლებიც ომში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან

„ჩვენი მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ღირსეული შვილები იღუპებიან", - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერჰი გაიდაი აცხადებს. „სამწუხაროდ, გუშინ ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომის პირველივე დღიდან ქართველ მოხალისეებთან მჭიდრო კავშირი მაქვს. მათ სამხედრო აღჭურვილობით ვეხმარებით. ძნელია, შეაფასო იმ ქართველი მებრძოლების წვლილი და თანადგომა, რომლებიც ამ ომში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან. უკრაინაში ვებრძვით სახელწიფოს, რომელიც ბოროტებას წარმოადგენს. სანამ დასავლეთი რეაგირებას არ ახდენდა, რუსეთმა მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიითვისა. ერმაკი: თანავუგრძნობ ქართველ ძმებს, მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული კვანძია. ჩვენი მებრძოლები ძალიან ბევრ ოკუპანტს კლავენ. დაღუპულების რაოდენობას თუ შევადარებთ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ იქ სადაც 10 რუსი კვდება, ჩვენ ერთ ჯარისკაცს ვკარგავთ. რუსების მხრიდან დაღუპულები, ან პატიმრები ან დაბალი მორალის მქონე ადამიანები არიან. ჩვენი მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ღირსეული შვილები იღუპებიან. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი მნიშვნელოვანია. გვტკივა როდესაც საუკეთესო ადამინებს ვკარგავთ. სამწუხაროდ ეს ხდება. ამ ომში გამარჯვების შემდეგ ჩვენს გმირებს და ჩვენს მეგობრებს შესაბამის პატივს მივაგებთ, მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უკრაინაში აუცილებლად შევხვდებით. დეტალურად ვერ გეტყვით, რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები, რადგან იქ სხვა ჯარისკაცებიც იმყოფებიან. მოვლენები ყოველ წუთს იცვლება და არ გვინდა, სხვებსაც საფრთხე შევუქმნათ. ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია. იქ ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ოკუპანტები ბახმუტს ყოველდღიური რეჟიმში ანადგურებენ. იყენებენ ავიაციას, არტილერიას, საზენიტო და ზალპურ სარაკეტო სისტემებს. ქალაქი განადგურებულია. სროლების ინტენსივობა შეიძლება, 3 ან 4 საათი უწყვეტად გაგრძელდეს. სროლების პარალელურად, პრიგოჟინის პატიმრებიც იბრძვიან. რუსები ამ პატიმრებს საზარბაზნე ხორცებად იყენებენ. მტრის მანევრები ჩვენთვის ცნობილია. ბახმუტში ძალიან ბევრი ახლად მობილიზებული ჯარისკაცი, პატიმარი და რუსული ელიტური დაჯგუფების, „ე-ლიგის“ წევრია. ასევე, კადიროველები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები. განსაკუთრებით პროფესიონალები ელიტური დაჯგუფებისა და სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან. მათ ომის წესები იციან. აქედან გამომდინარე, დიდი ბრძოლები მიმდინარეობს. მათთან ბრძოლები რთულია, თუმცა ჩვენი ბიჭები ეფექტურად მოქმედებენ. რუსეთს შეუძლია, ბევრი ჯარისკაცი დაკარგოს და ამაზე არ ინერვიულოს. კრემლისთვის ადამიანებს ფასი არ აქვს. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ფასდაუდებელია, - ამბობს სერჰი გაიდაი „მთავარ არხთან. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გაიდაი: „ვაგნერის“ შტაბბინაზე იერიში მვიტანეთ, დაჯგუფების წევრთა უმრავლესობა დაიღუპა

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის ჯგუფის“ შტაბბინაზე იერიში მიიტანეს.  სერჰი გაიდაის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ კადიივკაში, „ვაგნერის“ შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა მისივე თქმით, იერიშის შედეგად „ვაგნერის ჯგუფის“წევრები დაიღუპნენ. გაიდაი მსხვერპლის რაოდენობას არ აკკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადარჩენილი ძალების „მინიმუმ 50%“ სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო კიდევ დაიღუპება. PMC Wagner-ი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან არის დაკავშირებული, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში არიან.  

უკრაინის თავდაცვის ძალები, ლუგანსკის რაიონში სვატოვო-კრემენნაიას მიმართულებით წინსვლას განაგრძობენ - გაიდაი

უკრაინელი სამხედროები ნელა, მაგრამ წინ მიიწევენ ლუგანსკის რეგიონში სვატოვო-კრემენნაიას მიმართულებით. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერჰი გაიდაიმ ტელეთონის ეთერში განაცხადა. „რაც შეეხება ხარკოვის რეგიონს, ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ. ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება ოკუპანტების პერსონალიდან და რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა ნადგურდება“, - განაცხადა გაიდაიმ. მისივე თქმით, დონეცკის ოლქში ბელოგორივკას მიმართულებით, უკრაინულმა ძალებმა „რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმის ყველა მცდელობა სტაბილურად მოიგერიეს. უფრო მეტიც, ჩვენმა დამცველებმა პოზიციები დაიკავეს ამ დროისთვის გარღვევის საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.