უკრაინის თავდაცვის ძალები, ლუგანსკის რაიონში სვატოვო-კრემენნაიას მიმართულებით წინსვლას განაგრძობენ - გაიდაი

უკრაინელი სამხედროები ნელა, მაგრამ წინ მიიწევენ ლუგანსკის რეგიონში სვატოვო-კრემენნაიას მიმართულებით.

ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერჰი გაიდაიმ ტელეთონის ეთერში განაცხადა.

„რაც შეეხება ხარკოვის რეგიონს, ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ. ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება ოკუპანტების პერსონალიდან და რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა ნადგურდება“, - განაცხადა გაიდაიმ.

მისივე თქმით, დონეცკის ოლქში ბელოგორივკას მიმართულებით, უკრაინულმა ძალებმა „რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმის ყველა მცდელობა სტაბილურად მოიგერიეს. უფრო მეტიც, ჩვენმა დამცველებმა პოზიციები დაიკავეს ამ დროისთვის გარღვევის საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.