თეგი: სვეტიცხოვლობა
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე. ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, მოციქულთა მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე გავა. „ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო“,- აღნიშნული საპატრიარქოს ინფორმაციაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად
ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა. ილია მეორე: უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას, არ უნდა შეგეშინდეთ ირაკლი ღარიბაშვილმა მთელ საქართველოს სვეტიცხოვლის დღესასწაული მიულოცა. "მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენ საზოგადოებას დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს. მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს მსოფლიო, სამყარო. მადლობა უფალს ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით, ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით, ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.
ილია მეორე: უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას, არ უნდა შეგეშინდეთ
უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას - უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა. საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას. გულითადად მივსალმები პრეზიდენტს, პრემიერს, რომლებიც ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა უწმინდესმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.
დღეს სვეტიცხოვლობაა
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი, კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა. წმინდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.
მეუფე შიო: ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს - ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგების დროს განაცხადა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ერის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ფიქრის თვალსაზრისითაც. „აი, ამ შესანიშნავ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ იმაზე, თუ რამ განაპირობა, რა ძალამ და მადლმა, რომ ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და გადარჩა. ღირსმა მაქსიმე აღმსარებელმა ასეთი შესანიშნავი რამ ბრძანა: „სანამ ღმერთი შექმნიდა სამყაროს, შექმნიდა საუკუნეებს, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მან განსაზღვრა ყოველი ადამიანის ცხოვრება მისთვის სასარგებლოდ, ადამიანისთვის სასარგებლოდ და ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი ამ საღვთო გზით ატაროს.“ ამიტომ ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა, ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის შეგვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს. ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინება არის მცხეთაში მაცხოვრის საუფლო კვართის მობრძანება. ჩვენი ერის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების ჩვენს მიწა-წყალზე ქადაგება, შემდეგ, IV საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს მობრძანება და ქადაგება, წმინდა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევა, ქართლის მოქცევა, მთელი ჩვენი ერის გაქრისტიანება, სვეტიცხოველთან და მცხეთის ჯვართან დაკავშირებული მოვლენები და სასწაულები, შემდეგ, V საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება, ასეთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ასევე VI საუკუნეში ღირსი ასურელი მამების ჩამობრძანება და ჩვენს ქვეყანაში მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება და დაფუძნება, შემდეგ ბაგრატიონთა დინასტიის დაარსება, და ა.შ. მაგრამ ამ ჩამოთვლილი მოვლენებიდან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში, ამ წმინდა ტაძარში. თქვენ იცით, ეკლესიის მამების სწავლებით, რომ საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომავალი ერთობისა. იმ ერთობისა, რომლის დარღვევაც არ ძალუძს კვართის მფლობელს. წმინდა მამები წერდნენ, რომ ქრისტეს შესამოსელი ვერ ექნება იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას. ამ ერთობაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ბრძანებს: „მე და მამა ერთ ვართ“, ასევე, როდესაც ლოცვით მიმართავს მამაზეციერს. თქვენ გახსოვთ, სამეუფოო ლოცვაში იგი ლოცულობს ყოველი მორწმუნისთვის და ასეთ სიტყვებს ამბობს: მამაო, ის დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მე მათ მივეცი, რომ ისინიც ერთ იყვნენ, როგორც მე და შენ ერთნი ვართ. ამრიგად, აი, საუფლო კვართი გახლავთ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო და, შესაბამისად, უფალ იესო ქრისტეს სიმბოლოც, როგორც მის მიერ დაარსებული ეკლესიის თავისა. ეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა - ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, ჩვენი ერისთვის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც შემოინახეს მათ ასე უმწიკვლოდ და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე. ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე და მოგახსენეთ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა ძალამ გადაგვარჩინა ჩვენ, რამ მოგვიყვანა აქამდე. ამაზე შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). ის წერდა, რომ ქართველი ერი ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, ეკლიანი გვირგვინი დაიდგა, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება არავის შეარყევინა და ნათელი ბნელით არავის შეაცვლევინა. მხოლოდ ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება. აი, ეს არის წმინდა ილია მართლის სიტყვები. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც, ღვთის მადლით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ერი წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას. გვწამს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ ამ ღვთივდადგენილი გზით ვივლით, თუ ვეცდებით, რომ აღმოვფხვრათ ის ცოდვები, რომლებიც მიუღებელია ღვთისთვის, - რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გამრავლებას, განვითარებას, სულიერ აღმავლობას, - მაშინ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო, ამიერიდანაც არ დაგვტოვებს, ჩვენთან იქნება, შეგვეწევა და გაგვაძლიერებს.“