თეგი: სიონის ტაძარი
ილია მეორე: ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი
გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღასრულა. წირვის შემდეგ პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მარიამ მეგვიპტელის კვირა მიულოცა, ამასთან წირვას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. „ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენ გულითადად მივესალმებით ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც ესწრებოდა წირვას. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!", - აღნიშნა ილია მეორემ.
პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.