გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღასრულა.
წირვის შემდეგ პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მარიამ მეგვიპტელის კვირა მიულოცა, ამასთან წირვას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენ გულითადად მივესალმებით ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც ესწრებოდა წირვას. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!", - აღნიშნა ილია მეორემ.