თეგი: სი ძინ პინი

კრემლი: პუტინი და სი ძინპინი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

კრემლის პრესსამსახურის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო, ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს Bloomberg: ჩინეთის იმპორტიორები ცდილობენ რუსული გაზი ფასდაკლებით იყიდონ "დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები, რომლის მოცულობა სავარაუდოდ 2022 წლის ბოლომდე რეკორდულ დონეს მიაღწევს. ენერგეტიკის, ფინანსური, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ასევე, ეკონომიკის არსებული ვითარების გათვალისწინებით სამხედრო და ტექნიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს",- ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში. Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს

ჩინეთი რუსეთს და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, იმუშაონ „ფერადი რევოლუციების“ პრევენციის მიზნით

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო არეულობის ახალ ეტაპზე გადავიდა და პარტნიორებმა, როგორიცაა პუტინი და ცენტრალური აზიის ლიდერები, ხელი უნდა შეუშალონ უცხო ძალების მიერ „ფერადი რევოლუციების“ წაქეზებას. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ „ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ერთმანეთის ძალისხმევას უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დასაცავად, ერთობლივად შევეწინააღმდეგოთ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ნებისმიერი საბაბით ჩარევას“, - განაცხადა სი ძინპინმა. მას უკრაინა არ უხსენებია.  

ჩინეთმა 1991 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი სამიზნე მაჩვენებელი განსაზღვრა - BBC

ჩინეთმა თავისი წლიური ეკონომიკური ზრდის სამიზნე მაჩვენებელი შეამცირა 4.5%-დან 5%-მდე დიაპაზონამდე, რაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი გაფართოების მიზანია, რადგან ქვეყანა ერთდროულად შიდა და საგარეო გამოწვევებს ებრძვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზრდის მიზანი შემცირდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს ის „დაახლოებით 5%-მდე“ შეამცირეს. 2020 წელს კი, ეკონომიკური ზრდის სამიზნე საერთოდ არ დაუსახავთ პანდემიის გამო. დეტალები ჩინეთის ყველაზე დიდი პოლიტიკური შეკრების დროს გამოქვეყნდა, რომელსაც „ორი სესია“ (Two Sessions) ეწოდება. ამასთან ერთად გასაჯაროვდა გარკვეული დეტალებიც მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მე-15 ხუთწლიანი გეგმის შესახებ. პეკინი ცდილობს ეკონომიკის გარდაქმნას, რადგან მას რამდენიმე პრობლემა აქვს: სუსტი შიდა მოხმარება მოსახლეობის შემცირება უძრავი ქონების მიმდინარე კრიზისი გლობალური სავაჭრო დაძაბულობა ენერგეტიკული დეფიციტი, რომელიც ირანის ომთან არის დაკავშირებული. ჩინეთის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა BBC-ს განუცხადა, რომ უფრო დაბალი სამიზნე ჩინეთს აძლევს „მეტ სივრცეს ეკონომიკის სამართავად“, ისე, რომ არ იყოს იძულებული, მხოლოდ ზუსტი მიზნის შესასრულებლად უზარმაზარი ფინანსური ვალდებულებები აიღოს.