კრემლის პრესსამსახურის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო, ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
- ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს
- Bloomberg: ჩინეთის იმპორტიორები ცდილობენ რუსული გაზი ფასდაკლებით იყიდონ
"დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები, რომლის მოცულობა სავარაუდოდ 2022 წლის ბოლომდე რეკორდულ დონეს მიაღწევს. ენერგეტიკის, ფინანსური, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ასევე, ეკონომიკის არსებული ვითარების გათვალისწინებით სამხედრო და ტექნიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს",- ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში.